საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ინიციატივით, წელს პირველად ტარდება საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში.
2024 წელს UNI4VERSE-ის მთავარი თემაა მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები. პროექტი ემსახურება მწვანე ეკონომიკის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და სტუდენტებში ინოვაციური სტარტაპ იდეების ჩამოყალიბებას.
პროექტში ჩართულია 18 უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ფინალურ ეტაპზე ჩატარდება დემო დღე, სადაც უნივერსიტეტები რჩეული გუნდებით წარადგენენ საკუთარ იდეებს და სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის წევრები გამოავლენენ წლის საუკეთესო უნივერსიტეტს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით.
უნივერსიტეტის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო ორმა გუნდმა, ორივე გუნდი წარადგინა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა.
აღნიშნული გუნდების ხელმძღვანელი ( მენტორი) იყო ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
კონკურსზე წარდგენილი გუნდის “TSU Greengen”-ის წევრები არიან: თორნიკე კვაჭანტირაძე, გიორგი ხუციშვილი, დავით მამულაშვილი, ქეთი ჯაფარიძე.
გუნდი TSU-CACTOTECH-ის წევრები: მარიამ კაპანაძე, გიორგი გრიგოლია, ერეკლე ჩხეიძე, თამაზ ლობჟანიძე.
25 ნოემბერს ჩატარდა შიდასაუნივერსიტეტო შესარჩევი ეტაპი, სადაც ჟიურიმ „GITA“ da „GREDA“-ას წარმომადგენლებმა შეარჩიეს გამარჯვებული გუნდი.
ვულოცავთ მარიამ კაპანაძის გუნდს ფინალში გადასვლას.